Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/elkgge/domains/elkg.ge/public_html/wp-admin/475:1) in /home/elkgge/domains/elkg.ge/public_html/wp-content/plugins/qtranslate-x/qtranslate_core.php on line 388
ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

ძვირფასო სტუმრებო

main_churchმოგესალმებით საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ვებ-გვერდზე. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში ლუთერანების, ანუ მე-16 საუკუნის ევროპული რეფორმაციის მიმდევრების არსებობა მხოლოდ ისტორიული საკითხი როდია.მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორის მოწვევით აქ რამდენიმე ათეული ათასი, მეტწილად ლუთერული აღმსარებლობის გლეხი და ხელოსანი ჩამოვიდა სამხრეთ-დასავლეთ გერმანიიდან, ძირითადად ვიურტემბერგიდან. მათ კავკასიაში რამდენიმე სოფელი დააარსეს. მათი საქმიანობის ძირითად სფეროს მევენახეობა წარმოადგენდა. სამხრეთ კავკასიის დიდ ქალაქებში, თბილისსა და ბაქოში, მანამდეც ცხოვროდნენ გერმანელი ვაჭრები, მეწარმეები, ექიმები და ხელოვანები. საქართველოში ლუთერანების ისტორია დღესაც გრძელდება: მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებმა 20 წლის წინ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, გერმანული წარმოშობის ლუთერანებს კვლავ მიეცათ თავშეყრის საშუალება. მათ რიგებს სხვებიც შეემატნენ და ასე აღორძინდა ეკლესია, რომელიც საკუთარ არსებობას მხოლოდ წარსულს კი არ უმადლის, არამედ დამოუკიდებელი მომავალი გააჩნია და საქართველოს ქრისტიანულ ცხოვრებაში თავისი წვლილიც შეაქვს. იგი 800 კაცამდე მრევლის წევრსა და შვიდ სამრევლოს აერთიანებს, მათ შორის ბაქოს/აზერბაიჯანის ლუთერული სამრევლოსაც. საქართველის ლუთერული ეკლესია ეკუმენის მომხრეა და სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან მჭიდროდ თანამშრომლობს; ის დიაკონურია, ანუ სოციალურად აქტიური და თბილისში ეკლესიასთან არსებული დიაკონური საზოგადოება მოხუცებულთა თავშესაფარს, გაჭირვებულთა სასადილოს და სამედიცინო ამბულატორიას აერთიანებს. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით ჩვენს ვებ-გვერდს და პირადადაც გვესტუმრეთ!

ჰანს — იოახიმ კიდერლენი

საქართველოში ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი

Bischof-Kiderlen gala

Top