Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/elkgge/domains/elkg.ge/public_html/wp-admin/475:1) in /home/elkgge/domains/elkg.ge/public_html/wp-content/plugins/qtranslate-x/qtranslate_core.php on line 388
ოქტომბრის თვის ლოზუნგი – ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

Home » ოქტომბრის თვის ლოზუნგი

ოქტომბრის თვის ლოზუნგი

„ხარობენ ღმრთის ანგელოზები ერთი მონანიე ცოდვილის გამო“
ლუკა 15, 10
„ღმრთის ანგელოზები“ ხარობენ, ანუ ღვთის სახლში სიხარული ისადგურებს. მონანიე ცოდვილი შეცდომილ ძეს ჰგავს, რომელიც მამასთან ბრუნდება და მისი მოსვლით მთელი სახლი ხარობს. ღმერთი მარტო არ არის, როცა მასთან სიხარული სუფევს; ანგელოზები და ჩვენც, ამქვეყნიერი წმინდანები ანუ მისი სამრევლოს მორწმუნეები, მასთან ერთად ვხარობთ. ჩვენ მისი „თანამოქალაქენი“ ვართ, როგორც პავლე მოციქული წერს (ეფ. 2, 19). ღვთის სახლი ხარობს. ამ სიხარულის მიზეზი ღვთის სახლიდან წასული ცოდვილის დაბრუნებაა. თითოეული ადამიანია მნიშვნელოვანი და სიხარული ყოველი ადამიანის დაბრუნებას მოჰყვება. ამ სიხარულის მიზეზი თავად ღმერთშია, რომელმაც მისი ძის იესო ქრისტეს მეშვეობით გვიხსნა. იესო ქრისტეში მან რწმენა შემოგვთავაზა. ვინც მას თავის მხსნელად შეიცნობს, ის თავის თავში ცოდვილს იპოვის, რომელმაც ღვთის სახლი მიატოვა. იესო ქრისტეს რწმენის პოვნა და მონანიება ერთი და იგივეა. უცოდველ იესო ქრისტეში შევიმეცნებ, რა მაკლია და რა მჭირდება – ღმერთთან დაბრუნება. ამით ვიწყებ ახალ ცხოვრებას ღვთის თავისუფლებაში, მის სახლში. ცოდვა ვეღარ დამაკავებს. ამის სიხარული განთავისუფლებული ცოდვილის, ანუ ჩვენს მხარესაა. და მისით ისევე ხარობს ღმერთიც და მისი ანგელოზებიც! რწმენამ მათთან გაგვაერთიანა. მონანიე ცოდვილის ცხოვრება ღვთის თავისუფლებაში ცხოვრებას ნიშნავს.

ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი

Top