Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/elkgge/domains/elkg.ge/public_html/wp-admin/475:1) in /home/elkgge/domains/elkg.ge/public_html/wp-content/plugins/qtranslate-x/qtranslate_core.php on line 388
Диакония — Евангелическо-Лютеранская Церковь

Home » Диакония

Диакония

რეფორმაციის შემდეგ ლუთერული ეკლესიის ერთ-ერთი კარგი ტრადიცია და დიაკონიის დანიშნულება უპოვარი, გაჭირვებული და ავადმყოფი მრევლის წევრების და საქართველოს სხვა მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებაა.

ამ მიზნით 1999 წელს შექმნილი საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული დიაკონური საზოგადოება ორ სოციალურ სადგურს ამუშავებს. თბილისის შერიგების ეკლესიასთან 2000 წლიდან ფუნქციონირებს იოჰან-ბერნჰარდ-სალტეტის სახლი. აქ ყოველდღიურად 65-70 უპოვარი ადამიანი სიმბოლური ანაზღაურების საფასურად ცხელ სადილს იღებს. აქვე არსებულ მოხუცებულთა თავშესაფარში რვა ადამიანი ცხოვრობს. სამედიცინო ამბულატორია, რომელშიც ერთი ექიმი მუშაობს, საჭიროებისამებრ სამედიცინო დახმარებას უწევს სახლის ბინადრებს, სტუმრებსა და მრევლის წევრებს.
მეორე სასადილო საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგის“ შენობაში მდებარეობს. აქ 40-მდე ხანშიშესული და გაჭირვებული გერმანული წარმოშობის ადამიანი კვირაში 6-ჯერ იღებს ცხელ სადილს და სამედიცინო მომსახურებას. გარდა ამისა, ყოველთვიურად 180 მოშორებით ან ქალაქგარეთ მცხოვრებ ადამიანს ურიგდება მშრალი პროდუქტების შეკვრა.
ორივე სადგური მეტწილად პირადი შემოწირულობებით ფინანსდება; მათ ემატება გერმანული საეკლესიო და სახელმწიფო ორგანიზაციების გრანტები. საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, სამწუხაროდ, არანაირი დახმარება არ მოდის.

 

Top