Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/elkgge/domains/elkg.ge/public_html/wp-admin/475:1) in /home/elkgge/domains/elkg.ge/public_html/wp-content/plugins/qtranslate-x/qtranslate_core.php on line 388
აქტუალური – ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

8 არაჩვეულებრივი მუსიკალური საღამო რობერტ და ალბერტ მერაბოვებთან ერთად

გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ შაბათს, 29 ივლისს ჩვენი პრწყინვალე აკორდეონისტის რობერტ მერაბოვის კონცერტი გაიმართა ციკლიდან „მუსიკალური საღამოები“, რომლებიც 29 ივლისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით თბილისის შერიგების ეკლესიაში მიმდინარეობდა.
კონცერტი ყოველ ჯერზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მსმენელს. რობერტმა რეპერტუარი საინტერესოდ შეადგინა და საკუთარი ნიჭისა და ვირტუოზული ტექნიკის წყალობით შესანიშნავად შეასრულა. დასანანია, რომ ამ კონცერტებს მხოლოდ ცოტა ახალგაზრდა ესწრებოდა. საინტერესოა, დღევანდელი ახალგაზრდობა რომელ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას. მე თავად კი კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი აზრით, კარგი მუსიკის შესაფასებლად საგანგებო განათლება საჭირო არც არის. მუსიკა არ შეიძლება დავყოთ „ძველმოდურ“ და „მოდურ“ მუსიკად. ის სულიერი სიმდიდრით მშვენიერი უნდა იყოს.

(more…)

ძველი თბილისის ლუქსემბურგული საიდუმლოებები

ამ სათაურით 2016 წლის სექტემბერში დაიბეჭდა სტატია საინფორმაციო პორტალში „ნოვოსტი – გრუზია“. როდესაც ვიქტორ ვუხერერმა ეს სტატია ნახა, შემოგვთავაზა, ერთი წლის თავზე ის ჩვენს საეკლესიო მაცნეში ‚გაგვეცოცხლებინა‘.
კარგად ვიცნობთ ჩვენს თბილის-ქალაქს? დარწმუნებული ვარ, რომ ის ადგილი, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩვენი მკითხევილისთვის კარგად არის ნაცნობი. თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც გაუვლია აღმაშენებლის გამზირზე (ყოფილ პლეხანოვზე, ძველი მაცხოვრებლების მეხსიერებაში – მიხაილოვის გამზირზე).
„თბილისში ძველი ტიფლისის საიდუმლოს მიაკვლიეს: აღმაშენებლის გამზირზე, ზაარბრიუკენის (ყოფილი ვორონცოვის) მოედნის მახლობლად მე-19 და მე-20 საუკუნის 47 ისტორიული შენობის რესტავრაციის დროს უცნაური წარწერა გამოჩნდა“.

(more…)

ქადაგება

უფალო დალოცე ჩვენს მიერ ნათქვამი
და ჩვენს მიერ მოსმენილი სული წმიდის მეშვეობით! ამინ.

ესაია 29, 18-24

წელიწადის ამ კვირა დღეს ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას, განსაკუთრებით ვზეიმობთ ჩვენი საკვიარო სკოლის მოწაფეებისთვის და მასწავლებლებისთვის. საკვირაო სკოლა ან ბავშვთა ღვთისმსახურება, როგორც ამას გერმანიაში უწოდებენ, ეკლესიის და ნებისმიერი მრევლის ისეთივი მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც დიაკონია, ეკლესიის სოციალური მუშაობა ღარიბთა და უძლურთათვის. მის გერეშე ეკლესია ეკლესია არ იქნებოდა და მრევლი მრევლი არ იქნებოდა. ჩვენ ვეპატიჟებით ჩვენი და არამარტო ჩვენი მრევლის ბავშვებს უფლის სიტყვის მოსასმენად და მის ასახსნელად, ასევე სამყაროს ცოვრების მოსასმენად და დასაფიქრებლად, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდეს, – უფალი და სამყარო: უფალი როგორ უშვებს, რომ სამყარო იყოს ისეთი, როგორიც არის და რომ მასში ხშირად უსამართლობა ხდება? როგორ შეუძლია ეს უფალს? რა შეგვიძლია ჩვენ მოვიმოქმედოთ?

(more…)

ღონისძიებები ზალტეტის სახლში

აგვისტოს თვე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა ზალტეტის სახლისთვის. ჯერ ეპისკოპოს კიდერლენის ინიციატივითა და ხელშეწყობით ჩატარდა გერმანული სამზარეულოს დღე, რომელსაც ბატონი კაუფმანის გერმანული რესტორნის შეფ-მზარეული უძღვებოდა. მენიუ ძირითად კოლრაბისგან შედგებოდა, რომელიც ბატონმა კაუფმანმა საჩუქრად გადმოგვცა. (more…)

„სამრევლოების საეკლესიო საბჭოების თავმჯდომარეების კონფერენცია“ ეკლესიაში ახალი სამუშაო წლის დასაწყისი

ზაფხულის დასასრულს და სელეს და მისი სამრევლოების ახალი სამუშაო წლის დასაწყისში თბილისში 2 სექტემბერს 3 მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ესენია: სამრევლოების საეკლესიო საბჭოების თავმჯდომარეების კონფერენცია, ჩვენს ეკლესიაში ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის სამი სფეროს წარმომადგენლების ეგრეთ წოდებული „ხიდი-შეხვედრა“ და საკვირაო სკოლის პედაგოგების შეხვედრა. 3 ოქტომბრის ღვთისმსახურება ტრადიციულად ჩვენი საკვირაო სკოლის პედაგოგებს ეძღვნებოდა, ისნი ტექსტების კითხვითა და ლოცვებით იყვნენ ჩართულები. (more…)

ბაღის ქუჩა

2017 წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადია, რადგან რეფორმაციისა და საქართველოში შვაბების ჩამოსახლების იუბილეა… ჩვენი ეკლესია დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით აღნიშნავს ამ წელს, გაიმართა არაერთი სასიამოვნო და საინტერესო ღონისძიება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სიურპრიზი მაყურებელს უახლოეს მომავალში ელოდება… (more…)

თბილისთან სიახლოვის ჟესტი

იმ გერმანელი კოლონისტების კვალის ძიებამ, რომლებიც ჯერ კატარინა დიდის, მოგვიანებით კი იმპერატორ ალექსანდრე I-ის დაპატიჟებას გამოეხმაურნენ და გერმანიიდან ჩამოვიდნენ, წინაპრების ისტორიით დაგვაინტერესა. ბევრი მათგანი თბილისში დასახლდა; ჩვენც მათ გზას დავადექით საქართველოსკენ.
ჩვენი ბებიის, იული ვილჰელმინე ბეტერკეს (ქალიშვილობის გვარი ლანგი) წინაპრები, მეტწილად ბადენ-ვიურტემბერგის მეცინგენიდან ულმის ბორანებით მდინარე დონაუს გამოჰყვნენ და ოდესის გავლით, შავი ზღვით საქართველოში ჩამოვიდნენ.
ოდესის ემიგრანტების წიგნაკში რეგისტრირებულია ჩვენი დიდი ბაბუა დანიელ ლანგი, რომელმაც 1877 დატოვა იქაურობა. (more…)

ასურეთის სასაფლაო უკვე ძალიან მოვლილად გამოიყურება

2017 წლის 21 აგვისტოს თბილისის შერიგების ეკლესიის რვა წევრმა კომენდანტ ლადო უგრეხელიძის ხელმძღვანელობით ასურეთის (ყოფილი ელიზაბეტტალი) ძველი გერმანული სასაფლაოს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარეს. 4 ცხელი დღე დილიდან გვიან საღამომდე ვიმუშავეთ. სახლიდან ყინულები მიგვქონდა, რომლებიც ასურეთის სასაფლაოზე ჩასვლის დროისთვის უკვე გამდნარი იყო. ბალახი გავკრიჭეთ, იასამნის ბუჩქები გავკაფეთ, მაგიდების და სკამების დასადგამად ორმოები ამოვთხარეთ, დავაბეტონეთ და შევღებეთ. დავამაგრეთ საინფორმაციო აბრა სასაფლაოს შესახებ. სამუშაო რთული იყო, თუმცა მაინც მივაღწიეთ, რომ სასაფლაო ძალიან მოვლილად გამოიყურებოდეს. მეგობრულ გარემოში მუშაობა ეკლესიის სასიკეთოდ ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.

დაინის ურკევიჩი

 

 

 

 

 

 

 

მსოფლიო ლოცვის დღისთვის მზადება

მსოფლიო ლოცვის დღის აღნიშვნა საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიაში კარგ ტრადიციად იქცა. ღვთისმსახურების მონაწილეებმა იციან, რომ მოსამზადებელი სამუშაოები წლის მანძილზე მიმდინარეობს: რუსულ და ქართულ ენებზე ითარგმნება ღვთისმსახურების ლიტურგია და სიმღერების ტექსტები, რომელიც შემდეგ ორიგინალური მუსიკით სრულდება. მსოფლიო ლოცვის დღის თემა ყვარლის ყოველწლიური ქალთა სემინარის პროგრამის ნაწილია. იანვარ-თებერვალში სისტემატური შეკრებები იმართება, რომლის დროსაც ხდება თემის ინტერპრეტაცია, ტექსტებისა და როლების დანაწილება.

(more…)

ჩვენი იუბილეები 2017 – მომავალი ღონისძიებები

სექტემბერი და ოქტომბერი ჩვენს ეკლესიაში ისევ სავსე იქნება ღონისძიებებით.
16 სექტემბრამდე გაგრძელდება საზაფხულო კონცერტები, რომლებსაც საღამოს ლოცვის შემდეგ შაბათობით, 18. 00 საათზე თბილისის შერიგების ეკლესიაში რობერტ და ალბერტ მერაბოვები მართავენ. ბოლო კონცერტი 16 სექტემბერს იოჰან-სებასტიან ბახს, რეფორმაციის კომპოზიტორს მიეძღვნება.

(more…)

Top